1978 წელს ქრთველი ხალხი ქართული ენის დასაცავად გულმხურვალედ გაერთიანდა… …მე და ამირან კალაძემ ერთად გავარღვიეთ სამხედრობის მწკრივი (ამბობდნენ მეერვე პოლკი ჰყავთ გამოყვანილიო). როცა რუსთაველის თეატრთან გამწკრივებული სამხედროების ერთმანეთთან ჩაჭიდებული ხელები ”გავწყვიტე”, შევამჩნიე ერთ-ერთი ჯარისკაცს თვალები აცრემლებოდა, რამაც გამაოცა და დღემდე ჩამრჩა მეხსიერებაში; რა იყო ეს სინდისის ქენჯნა თუ შიში ვერ გეტყვით, მაგრამ ვიგრძენი, რომ მას იქ დგომა არ ეპიტნავებოდა… იქნებ ქართველიც იყო… მერე ”ცისკრელებთან” ერთად ასფალტზე ვიჯექი ( ათიოდ მეტრში, ზედ ხალხთან მომდგარი სამხედრო ტექნიკა და გალიფეებიანი სამხედროები ”მზადყოფნაში” იყვნენ). მერე კიბეებზე გადავინაცვლე და იმ მანქანასთან, რომელთანაც ედუარდ შავარდნაძე ამალსთან ერთად მოვიდა ძალზე ახლოს აღმოვჩნდი…
თუმც უმჯობესია რომანიდან ”სიკვდილის ხელოვნება” ის ეპიზოდი გავიხსენო, სადაც ეს სცენაა აღწერილი;
უბრალოდ, დაწკაპეთ! ”ცისკარი” სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი 5|. 1997
შემდგომ, მაშინდელი სსრკ განათლების მინისტრის ელიუტინის ბრძანების (რომელისდა მიხედვით მესამე კურსიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებს სწავლა რუსულად უნდა გაეგრძელებინათ) თაობაზე ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი რომ აფორიაქდა, მოსალოდნელ გამოსვლასთან დაკავშირებით თავისებური ”მეკავშირის” როლი მერგო… უნივერსიტეტთან გვირაბში მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ცნობილ სახეს (ქალბატონს) უნდა შევხვედროდი. თუ თავად გამომელაპარაკებოდა უნდა შევჩერებულიყავი. თუ არადა, გზა გამეგრძელებინა. შევხედე, შემომხედა გამოლაპარაკება არ უცდია და ”პირობისამებრ” მეც არ მივძალებივარ… გვირაბიდან, რომ ამოვედი ზემოთ ავიხედე და მოპირდაპირე შენობის ზემო სართულის დაკეტილი ფანჯრის მიღმა გადამღები აპარატურით ”აღჭურვილი” ადამიანები დავინახე… გამეღიმა… კაგებე იქნება მეთქი გავიფიქრე... დანამდვილებით ვერ გეტყვით ის ხალხი ვინ იყო; კინოდოკუმნტალისტები, მაშიდელი უშიშროების ხალხი, მაგრამ ის ფირი, რომ გამომიჩინოს ვინმემ, მადლობას ”მოვუხდ-გადავუხდიდი”… მას შემდეგ ხომ თითქმის ოცდაათი წელი გავიდა… ვფიქრობ, შემართება და ერთსულოვნება მშობლიური ენის დასაცავად მაშინ უფრო მძაფრი იყო… გარეშეც გრძნობდა ამ მუხტს… ახლა, მსგავსი ჯაჭვი, რომ გაწყვიტო, ცრემლს სამხედროს თვალებში ნამდვილად ვერ შეამჩნევ… თუმც, ცხრა აპრილს ღამეს გაბოროტებული , თვალებამღვრეული, ნიჩაბაღმართული მომხდურიც მახსოვს… ვფიქრობ, ხალხის რისხვისა მასაც ეშინოდა… ახლა ის უფრო მაწუხებს რომ ქართული ენის დასაცავად კვლავ გამოსვლა, რომ მოგვიწიოს არ მგონია ”მსგავს შემთხვევაში”, მაშინდელი მილიციის იმ ქართველ პოლკოვნიკივით დღეს პოლიციის ჩინოსანმა ”ღიმილით” შემომხედოს…რადგან ახლა რეჟიმის ერთგულებაა მთავრი… მშობლიური ენის დაცვა კი… არადა, ქართული ენის ”არეალი” მზაკვრულად ნაწევრდება… 1973 წელს გამოთქმული სატკივარი კი ალბათ ბევრისთვის გაუგებარი, ბევრისთვის გულუბრყვილო და ბევრისთვის…
მაგრამ ქართული სული საბედნიეროდ კვლავ ცოცხლობს და იბრძვის…
ენის სიწმინდისათვის, ერის დღეგრძელობისათვის...
***
***
The index
გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili
JANRI A GOGESHVILI (author) o n AuthorsDen
========
***
***
...მაგრამ ულექსოდ გადაშენდება... ნობელის პრემიის ...
*
სპეციფიკური დემოკრატია და „სანკიულოტები“... / Specific democracy and 'Sans-culottes'...
*
პუბლიცისტური ტროპები;
როგორ დავაჭრათ ზვიგენს ფრთები…
*ოსტრაკიზმის სინდრომი... OSTRACISM’S SYNDROME...
*ცალმხრივი ერთიანობა… One-sided unity…
*სამოქალაქო საზოგადოების ერთობის საწინდარი… PLEDGE OF UNITY OF THE CIVIL SOCIETY…*თვითგამორკვევისა და ეროვნულობის რებუსი / Rebus self-determination and nationalities
*ნაცნობი სახეების ფსიქოლოგიური შტრიხები...
*ტვინქამარას ტვინჩახდილი ”საჭკუეთი”... იგავ-ზღაპარი, გროტესკი თუ სინამდვილე...
”ბლოგიზმი...” საუბრები საავტორო სივრცის შესახებ...
სააზროვნო სივრცის პერიპეტიები _ ვივატ ბიბლიოთეკა! (შფოთ-ამბოხი…)
სახელდახელო აზრები / Мысли наспех…
*ბლოგები, თვისუფლება და…/ Blogs, freedom and...
*ილია ჭავჭავაძის და ჯო ბაიდენის ფონზე… /
On background Ilia Chavchavadze and Joe Biden…
*მართალი საქართველო… THE TRUTHFUL GEORGIA
*
მაკურნებელი სიტყვა... Physician word…
***
***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
***
***
***
Комментариев нет:
Отправить комментарий