вторник, 23 октября 2012 г.

ფხიზლად, ქართველებო! / Грузины, будьте бдительны! / Georgians, be vigilant!



მსოფლიო ათასგვარი განსაცდელის წინაშეა; ყოველღიურად გვესმის ისეთი სააფრთხეების შესახებ, როგორიცაა ეკოლოგიური კატასტროფა, შიმშილი, ინფექციების შემოტევა, ქიმიური თუ სხვა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საფრთხემაგრამ ის რომ მსოფლიოში სხვადასხვა ენები სწრაფი ტემპით უჩინარდება, ცოტა ვინმეს სადარდებელს თუ წარმოადგენს
როგორც იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა კოიტირო მაცუურამ აღნიშნა, მომავალ 100 წელში  ამჟამად მოქმედი ენების ნახევარი გაქრება.
ლინგვინისტთა გამოკვლევების მიხედვით ითვლება, რომ ენა იმყოფება გადაშენების გზაზე მაშინ, როცა მისი გენეტიკური მატარებლები მშობლიური ენის ჩანაცვლებას, უფრო ფართო გავლენის მქონე ენით იწყებენენა განიცდის გარე გავლელიანი ძალების ზემოქმედებას; ქვეყნის შიგნით, ვითომდაცპროგრესულადმოაზროვნე, იდეოლოგიურ-დივერსიული ჯგუფების მიერ მისი სამოქმედო სივრცის ხელოვნურად შეკვეცას
როგორც ცნობილია, ენა რომ განვითარდეს აუცილებელია, რომ ამ ენას 1 მილიონამდე ადამიანი მაინც ფლობდეს; ასეთი მსოფლიოში მხოლოდ 250 ენაა.
მსოფლიო ენების რეესტრში  6 ათასი ენაა შეყვანილი. მაგრამ იმ ექვსიათასის ოთხმოცდაათ (90) პროცენტს %- ასი ათას კაცზე მეტი არ იყენებს; (მსოფლიოს 46 ენა მხოლოდ თითო მცოდნეს ითვლის).
ლინგვინისტების აზრით ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ენა გაქრა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, მაგრამ მათ გამოთვალეს, რომ ბოლო 5 საუკუნის განმავლობაში ევროპასა და მცირე აზიაში გაუჩინარდა 75 ენა.  ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 280 ენიდან, უკვე 115  მხოლოდ ისტორიას შემორჩა.
ჩვენ უნდა შევისწავლოთ მსოფლიოს სხვადასხვა ენები, გავიმშვენიეროთ ჩვენი სულიერი სამყარო, გავიფართოვოთ თვალსაწიერი, მაგრამ მშობლიური ქართული განსაკუთრებული სიყვარულით უნდა შევისისხლხორცოთ
აუცილებელად მიგვაჩნია დაფუძნდეს ტელეარხი, რომელიც დაკავებული იქნება ქართული კულტურის; ლიტერატურისა და ხელოვნების წარმოჩენით… მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში ქართული აზროვნებისა და საშემსრულებლო ხელოვნების გაშუქებით
 დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა, საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“.
დიდებულია!
მაგრამ, ქართული სააზროვნო სივრცის მოძლიერებას ბევრად მეტი ძალისხმევა სჭირდება სახელმწიფოს მესვეურთაგან
ჩვენ კი, ჯერ კიდევ, პრივლეგირებულ კლანებად თუ კასტებად დაყოფილ ქვეყანაში, მათთვის ხმის მიწვდენა, ალბათ ძველებურად გაგვიჭირდება… მაგრამ მცდელობას არ ვიშურებთ საზოგადოებრივ არეალში მოვიპოვოთ თანამოაზრეები




”…რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად... ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. ” ვაჟა-ფშაველას ეს შეგონება, ნათელი გზავნილია ქართველი ადამიანისთვის, რათა მან თავისი სამოქმედო სივრცე შეიმეცნოს
რჩეულ, ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებში ხშირია ლაკონური ფორმულირება ეროვნული თვითშეგნების ამსახველი გაგებისა; განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის წერილებია ამ მხრივ ღირებული.
ბოლო ჟამს დამკვიდრებულმა ცხოვრების რიტმმა, ეროვნული თვითშეგნების დამცავი ინსტიტუტები მოშალა.
რიგ წესსა თუ მცნებას საგრძნობლად შეეკვეცა სამოქმედო არეალი; გავიხსენოთ დაფიცების ინსტიტუტი…
საინტერესოა, ისტორიულ ჭრილში ასახულ ჩვენებურ ეთნოფსიქოლოგიას, რა სამოქმედო არეალი გააჩნია რეალურ ყოფაში
მიგვაჩნია, რომ ამ თემის გარშემო გამოთქმული თქვენი მოსაზრებები ღირებული იქნება ქართული საზოგადოებისათვის…
გთხოვთ გვიპასუხოთ:

) როგორ გესახებათ ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული უსაფრთხოების ურთიერთქმედება; ეროვნული თვითშეგნება, როგორც ”დამოუკიდებელი ცვლადი სიდიდე, რომლის ცვლილებაზედაც არის დამოკიდებული მეორე სიდიდის”, ჩვენს შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების ”(ფუნქციის) ცვლილება”…

) რამდენად ლოგიკურად მიიჩნევთ ქართულ სააზროვნო სივრცეში არსებულ შეგონებებისა და დღევანდელი ყოფიერების ურთიერთკავშირს;
ისტორიის მონაკვეთში ჩარჩენილ ეროვნული წეს-ჩვეულებიდან, რომელს ან რას ააღორძინებდით თანამედროვეობის შესაბამისად… (ემა შეგიძლიათ განავრცოთ ცნობილი ქართული ანდაზის თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა მიხედვით…)

)  და ჩვენ მივიწევთ დასავლეთისკენ,
      აღმოსავლეთის გზების შემოვლით,
      გზაში ვისწრაფვით მუდამ შინისკენ,
      და შევეჩვიეთ უწყვეტ მოლოდინს
ამ სტროფში გატარებული აზრი ჩვენი ერის ეთნოფსიქოლოგიური განწყობაა, თუ გეოპოლიტიკური ხვედრით პროვოცირებული ვითარება თანამედროვე ხედვისა და ისტორიული ექსკურსის  პარალელები…

) გიფიქრიათ თუ არა ქართველთა გენეტიკურ კოდში ჩაწერილ პოტენციალზე; რა მოძღვრებებით შეიძლება იქნას გათვლილი ოცდამეერთე საუკუნის ქართველთა სასიცოცხლო ძალასიმხნევის, წარმატებისა და თავდაცვის მომცველ რამექანიზმსუნდა ფლობდეს ქართული ფენომენი

) ლიტერატურა _ ხალხის ჭკვა, ხალხის გონება _ და განათლების ხარისხია” _ რა ჟღერადობის მომცველია ილია ჭავჭავაძის ეს შეგონება თქვენთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, როგორ და რა სახით წარმოგიდგენიათ ქართული ლიტერატურის არეალის გაფართოება და გამრავალფეროვნება.
ამასთანავე, ხშირია შემთხვევა, როცა საქართველოს არაკეთილმოსურნენი, ავადმყოფური ჟინით ამახინჯებენ ჩვენს ისტორიას; ქართველთა მიმართ მტრულად დამუხტული შეხედულებებით ”ნაღმავენ” მსოფლიო საინფორმაციო ველს. ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რა სახის სამუშაობის წარმოება მიგაჩნიათ მართებულად, რათა ესა თუ ის მონაჩმახი, სხვა ხალხების წარმომადგენელთა ცნობიერებაში არ იქნას ჩანერგილი.

) საქართველოს, როგორც სამშობლო-ქვეყანას, რა ნიშნით, რა სიმბოლოებით   შეიგრძნობთ; აღწერეთ ხატოვნად; შეგიძლიათ მოიშველიოთ ლექსი, ან პროზაული ტექსტი მხატვრული ლიტერატურიდან…

) და ისევ გავიხსენოთ: ”რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...” თქვენი განმარტება ვაჟა-ფშაველას ამ მოსაზრების შესახებ. როგორ აღიქვამთ მოცემულებას _ ერისა და უფლის მსახურება…

) ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების  შემდეგ, როგორ გტკივათ ან გიხარიათ საქართველო; ანუ რა განწყობამ იმძლავრა თქვენში: სომატურმა,  მითიურმა, რომანტიულმა, ფილოსოფიურმა,  ირონიულმა, აბსტრაქტულმა  თუ

 ) ვთქვათ კაცობრიობას სხვა პლანეტაზე  გადასხლება მოუწია და თითოეულ ეთნოსს უფლება ეძლევა ერის სულიერი სამყაროდან ერთი რამ წაიღოსთქვენ რომ ერის სახელით დაგეკისროთ ეს მისია, რას წაიღებდით… 


შემოქმედთა და მეცნიერთა გაერთიანება


***

Комментариев нет:

Отправить комментарий